Friday, April 11, 2014

სასწავლო პროექტი

1.      პროექტის სახელწოდება:   „ლექსო, არ დაიკარგები!“




2.      პროექტის მთავარი იდეა: „მტვერწაყრილი მარგალიტების“ მოძიება, რამეთუ „თვალნი პატიოსანნი, მიმობნეულ რა იყვნენ თანააღრევით მიწასა, არა ესრეთ ბრწყინვენ“.

3.      პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რადგან ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი აზროვნების,  კვლევა-ძიებისა  და  ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას.
     პროექტი აქტუალურია იმითაც, რომ ხელს შეუწყობს ძველი და ახალი თაობის კიდევ უფრო დაახლოებას, მათი ღირებულებების დაფასებასა და გაფრთხილებას;
მოძიებული ფოლკლორული მასალები კი მათი ცოდნის გამდიდრების წყარო იქნება.




4.      პროექტის მიზნები: 

  • პრობლემის ანსაზღვრის;
  • ინფორმაციის მოძიების;
  • საქმიანობის ორგანიზების;
  • შემოქმედებითობის, შედეგების ანალიზის;
  • პრობლემის გადაჭრის, გადაწყვეტილებების მიღების  უნარ-ჩვევებს.



ქართ.XII.1.მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემასა და პრობლემას,რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი;
·         მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს;
·         არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ.

ქართ.XII.2. მოსწავლეს შეძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს, რამდენად აქტუალურია სასწავლო პროექტში წარმოდგენილი პრობლემა;
·         შეაფასებს, რამდენად გასაგებად, ნათლად და მკაფიოდ იყო წარმოდგენილი მიზანი, პრობლემა,საკვლევი თემა.

ქართ.XII.3.მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე :
·         მარტივად, გასაგებად აყალიბებს სათქმელს,
·         პროექტის ნაწილებს შორის კავშირს გამოხატავს სპეციალური ენობრივი საშუალებებით.

ქართ.XII.4.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წინასწარ ამზადებს პრეზენტაციას;
·         პრეზენტაციისას ინარჩუნებს მხედველობით კონტაქტს.

5.      მონაწილეთა ასაკი: 17-18 წელი

6.      ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეთა ძალებით, შეიქმნება ბუკლეტი „ლექსო, არ დაიკარგები!“,რომელშიც შეიტანენ სოფლის  ფოლკლორისტების მიერ შექმნილ პოეზიის ნიმუშებს, ყბისსაქცევებსა და  იუმორისტულ ჩანაწერებს.

8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმატები, ფოტოაპარატი, ვიდეო-გადამღები, კომპიუტერი, ინტერნეტი, პრინტერი, ტექსტები, პროექტორი, მუსიკალური საკრავები.

9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):

აქტივობა 1 -გონებრივი იერიშის საშუალებით, მასწავლებლის დახმარებით, ირჩევენ პროექტის თემას: „ლექსო, არ დაიკარგები!“




აქტივობა 2-იქმნება სამი საპროექტო ჯგუფი, თითოეულში 10-10 მოსწავლეა გაერთიანებული.

აქტივობა 3- შემუშავდა პროექტის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სოფელში მიმობნეული, ახალი თაობისათვის ჯერ კიდევ უცნობი თანასოფლელების მიერ შექმნილი ფოლკლორის ნიმუშების შეკრებასა და ერთ ბუკლეტად გამოცემას. ასევე ხალხური მთქმელების მოწვევასა და ლიტერატურულ-მხატვრული ღონისძიების მოწყობას თემაზე; „ხალხური ზეპირსიტყვიერება ულევი ჭა არის!“




აქტივობა 4-სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმა:

N
შედეგების მისაღწევად განსახორციელებელი აქტივობები

საქმიანობის გაწერა დროში
საქმიანობის განმახორციელებელი მოსწავლეები
საქმიანობიოს განხორციელებაზე პასუხისმგებელი მოსწავლეები
საქმიანობის შესაბამისი რესურსები
1.
„მტვერწაყრილი მარგალიტების“ ჩაწერა
I-II კვირა
ჯგუფის წევრები
ლიდერები
ფორმატები; ფოტოაპარატი; ვიდეოგადამღები.
2
ბუკლეტის გამოშვება 
III-კვირა
მეორე ჯგუფი
ლიდერი
კომპიუტერი; ინტერნეტი; ტექსტები; ფოტომასალა, ვიდეომასალა, პრინტერი.
3
ლიტერატურულ-მხატვრული ღონისძიება: „ხალხური ზეპირსიტყვიერება ულევი ჭა არის“
IV-კვირა
მესამე ჯგუფი
ლიდერი
სოფლის კოლორიტები; რესურსცენტრი; ხალხური მთქმელები; მოსწავლეები; მუსიკალური ინსტრუმენტები.

აქტივობა 5-ჯგუფის მიერ აქტივობების განხორციელება. თითოეული ჯგუფი ახორციელებს მასზე დაკისრებულ დავალებებს. ახდენენ მოძიებული ინფორმაციების  კლასიფიკაციასა და კატეგორიზაციას. 

აქტივობა 6-პროექტის პრეზენტაცია. თითოეული ჯგუფი ამზადებს პროექტის მიმდინარეობისა და მიღებული შედეგების ამსახველ პრეზენტაციას. 


აქტივობა  7-შეფასება     პროექტისა და ჯგუფური მუშაობისა.

N
კრიტერიუმები
კარგი
საშუალო
სუსტი
1.
პრობლემა  რამდენად აქტუალური და დასაბუთებულია.




2.
მიზანი რამდენად კონკრეტული და მიღწევადია.



3.
განხორციელების გზები რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას; რამდენად რეალურია ვადები; ფუნქციები გადანაწილდა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის.



4.
შედეგის  მიღწევა   რამდენად რეალურია და შეესაბამება მიზანს თუ არა..



5.
რესურსები არის თუ არა ზუსტად განსაზღვრული განსახორციელებელი საქმიანობისათვის.




ჯგუფური მუშაობის  შეფასება

N
კრიტერიუმები
კი 
ნაწილობრივ
არა
1.
შედგა თუ არა ჯგუფში თანამშრომლობა.



2.
იყვნენ თუ არა მოტივირებულნი.



3.
იყვნენ თუ არა პასიური მოსწავლეები.



4.
ჰქონდა  თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისათვის სისტემატური და  საქმიანი ხასიათი.




10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება;
მუსიკა და ხელოვნება.

11. პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ დოლიძე.

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mariamdolidze10@gmail.com


13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: mariamdolidze10.blogspot.com