2.
პროექტის მთავარი იდეა: „მტვერწაყრილი მარგალიტების“
მოძიება, რამეთუ „თვალნი პატიოსანნი, მიმობნეულ რა იყვნენ თანააღრევით მიწასა, არა
ესრეთ ბრწყინვენ“.
3.
პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რადგან ხელს
შეუწყობს დამოუკიდებელი აზროვნების, კვლევა-ძიებისა და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას.
პროექტი აქტუალურია იმითაც, რომ ხელს შეუწყობს
ძველი და ახალი თაობის კიდევ უფრო დაახლოებას, მათი ღირებულებების დაფასებასა და გაფრთხილებას;
4.
პროექტის მიზნები:
- პრობლემის განსაზღვრის;
- ინფორმაციის მოძიების;
- საქმიანობის ორგანიზების;
- შემოქმედებითობის, შედეგების ანალიზის;
- პრობლემის გადაჭრის, გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევებს.
ქართ.XII.1.მოსწავლეს
შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ჯგუფთან
ერთად განსაზღვრავს თემასა და პრობლემას,რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო
პროექტი;
·
მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს
პროექტის მიზანს;
·
არჩევს მასალას პროექტის
საპრეზენტაციოდ.
ქართ.XII.2. მოსწავლეს
შეძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება
და შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს, რამდენად აქტუალურია სასწავლო პროექტში წარმოდგენილი
პრობლემა;
·
შეაფასებს, რამდენად გასაგებად, ნათლად და მკაფიოდ იყო
წარმოდგენილი მიზანი, პრობლემა,საკვლევი თემა.
ქართ.XII.3.მოსწავლეს შეუძლია
სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე :
·
მარტივად, გასაგებად აყალიბებს სათქმელს,
·
პროექტის ნაწილებს შორის კავშირს გამოხატავს სპეციალური
ენობრივი საშუალებებით.
ქართ.XII.4.მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წინასწარ ამზადებს პრეზენტაციას;
·
პრეზენტაციისას ინარჩუნებს მხედველობით კონტაქტს.
5.
მონაწილეთა ასაკი: 17-18 წელი
6.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეთა
ძალებით, შეიქმნება ბუკლეტი „ლექსო, არ დაიკარგები!“,რომელშიც შეიტანენ სოფლის ფოლკლორისტების მიერ შექმნილ პოეზიის ნიმუშებს, ყბისსაქცევებსა
და იუმორისტულ ჩანაწერებს.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმატები,
ფოტოაპარატი, ვიდეო-გადამღები, კომპიუტერი, ინტერნეტი, პრინტერი, ტექსტები, პროექტორი,
მუსიკალური საკრავები.
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1 -გონებრივი იერიშის საშუალებით, მასწავლებლის
დახმარებით, ირჩევენ პროექტის თემას: „ლექსო, არ დაიკარგები!“
აქტივობა 2-იქმნება სამი საპროექტო ჯგუფი, თითოეულში
10-10 მოსწავლეა გაერთიანებული.
აქტივობა 3- შემუშავდა პროექტის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს
სოფელში მიმობნეული, ახალი თაობისათვის ჯერ კიდევ უცნობი თანასოფლელების მიერ შექმნილი
ფოლკლორის ნიმუშების შეკრებასა და ერთ ბუკლეტად გამოცემას. ასევე ხალხური მთქმელების
მოწვევასა და ლიტერატურულ-მხატვრული ღონისძიების მოწყობას თემაზე; „ხალხური ზეპირსიტყვიერება
ულევი ჭა არის!“
აქტივობა 4-სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმა:
N
|
შედეგების მისაღწევად
განსახორციელებელი აქტივობები
|
საქმიანობის
გაწერა დროში
|
საქმიანობის
განმახორციელებელი მოსწავლეები
|
საქმიანობიოს
განხორციელებაზე პასუხისმგებელი მოსწავლეები
|
საქმიანობის
შესაბამისი რესურსები
|
1.
|
„მტვერწაყრილი
მარგალიტების“ ჩაწერა
|
I-II კვირა
|
ჯგუფის წევრები
|
ლიდერები
|
ფორმატები;
ფოტოაპარატი; ვიდეოგადამღები.
|
2
|
ბუკლეტის გამოშვება
|
III-კვირა
|
მეორე ჯგუფი
|
ლიდერი
|
კომპიუტერი;
ინტერნეტი; ტექსტები; ფოტომასალა, ვიდეომასალა, პრინტერი.
|
3
|
ლიტერატურულ-მხატვრული
ღონისძიება: „ხალხური ზეპირსიტყვიერება ულევი ჭა არის“
|
IV-კვირა
|
მესამე ჯგუფი
|
ლიდერი
|
სოფლის კოლორიტები;
რესურსცენტრი; ხალხური მთქმელები; მოსწავლეები; მუსიკალური ინსტრუმენტები.
|
აქტივობა 5-ჯგუფის მიერ აქტივობების განხორციელება. თითოეული ჯგუფი ახორციელებს მასზე დაკისრებულ დავალებებს. ახდენენ მოძიებული ინფორმაციების კლასიფიკაციასა და კატეგორიზაციას.
აქტივობა 6-პროექტის პრეზენტაცია. თითოეული ჯგუფი ამზადებს პროექტის მიმდინარეობისა და მიღებული შედეგების ამსახველ პრეზენტაციას.
პროექტი from mariamdolidze10
აქტივობა
7-შეფასება პროექტისა და ჯგუფური მუშაობისა.
N
|
კრიტერიუმები
|
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
1.
|
პრობლემა რამდენად აქტუალური და დასაბუთებულია.
|
|||
2.
|
მიზანი რამდენად კონკრეტული
და მიღწევადია.
|
|||
3.
|
განხორციელების გზები რამდენად
უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას; რამდენად რეალურია ვადები; ფუნქციები გადანაწილდა
თუ არა ჯგუფის წევრებს შორის.
|
|||
4.
|
შედეგის მიღწევა რამდენად რეალურია და შეესაბამება მიზანს თუ არა..
|
|||
5.
|
რესურსები არის თუ არა ზუსტად
განსაზღვრული განსახორციელებელი საქმიანობისათვის.
|
ჯგუფური მუშაობის შეფასება
N
|
კრიტერიუმები
|
კი
|
ნაწილობრივ
|
არა
|
1.
|
შედგა თუ არა ჯგუფში თანამშრომლობა.
|
|||
2.
|
იყვნენ თუ არა მოტივირებულნი.
|
|||
3.
|
იყვნენ თუ არა პასიური მოსწავლეები.
|
|||
4.
|
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისათვის
სისტემატური და საქმიანი ხასიათი.
|
10. საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენება;
მუსიკა და ხელოვნება.
11. პროექტის ხელმძღვანელი:
მარიამ დოლიძე.
12. ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა: mariamdolidze10@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
mariamdolidze10.blogspot.com
No comments:
Post a Comment